სამების ტაძარში პოლიცია მივიდა

პუბლიკა

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ ტაძარში პოლიცია მივიდა. ამის შესახებ კადრებს „მთავარი არხი“ ავრცელებს.  სასულიერო პირებთან გასაუბრების შემდეგ პოლიციამ მალევე დატოვა ტაძარი. უცნობია რაზე ისაუბრეს სასულიერი პირებმა და პოლიციის წარმომადგენლებმა.

როგორც ცნობილია პოლიცია მოქალაქემ გამოიძახა. პოლიციის წარმომადგენლებმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს. მათ არც ის უთქვამთ გამოწერეს თუ არა ჯარიმა, რადგან ტაძარში 10 კაცზე მეტი იმყოფება.

„პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებისგან პასუხს ველოდებით.

სტიქაროსნები მრევლს დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ. ასევე, ხმის გამაძლიერებლით წირვის მოსმენა ეკლესიის ეზოშიც შესაძლებელია.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა, რომლის ერთ- ერთი შეზღუდვა 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრის აკრძალვას ეხება.

დღეს დილიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედ ტაძრებში საკვირაო წირვა ტარდება. ტაძრებში მრევლია შეკრებილი.