შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამების საკათედრო ტაძარში საპატრულო პოლიცია შეტყობინების საფუძველზე მივიდა, თუმცა ადგილზე დარღვევა ვერ გამოავლინა.
უწყებაში ამბობენ, რომ სამართალდამცველები ტაძარში არსებულ ვითარებას გაეცნენ და სასულიერო პირებს გაესაუბრნენ.