სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში სკულპტურა „თავისუფალი მოქალაქე“ დაიდგა

პუბლიკა

დღეს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საზეიმოდ გაიხსნება სკულპტურა „თავისუფალი მოქალაქე“. სკულპტურის ავტორია, მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძე.

სამედიცინო ინივერსიტეტის ინფორმაციით, სკულპტურა „თავისუფალი მოქალაქე“ მსოფლიოში გავრცელებისა და პოპულარიზაციის საერთაშორისო ჯგუფმა პატივისცემის ნიშნად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს  საჩუქრად  გადასცა.

მათვე ცნობით, სკულპტურა „თავისუფალი მოქალაქე“ უკვე დადგმულია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ისრაელის ბენგურიონის უნივერსიტეტში. ასევე დაგეგმილია ქანდაკების მსოფლიოს მრავალ ქალაქსა და უნივერსიტეტში დადგმა.