სამეგრელოში ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით 28 წლის კაცი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინსიტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების მუხლით მიმდინარეობს, რაც, დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მედიის ინფორმაციით, დაკავებული ბავშვის ბიძაა, პოლიციას კი დახმარების თხოვნით ბავშვის დედამ მიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა.