სამეგრელოში ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით 28 წლის კაცი დააკავეს

პუბლიკა

სამეგრელოში ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით 28 წლის კაცი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინსიტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების მუხლით მიმდინარეობს, რაც, დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მედიის ინფორმაციით, დაკავებული ბავშვის ბიძაა, პოლიციას კი დახმარების თხოვნით ბავშვის დედამ მიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა.

LB loan image desktop LB loan image mobile