თბილისში, სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში საქართველოს ბანკის ერთ-ერთი ფილიალი დააყაჩაღეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „პუბლიკას“ განუცხადა, რომ დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.