სამგორში, აფრიკის დასახლებაში საქართველოს ბანკის ერთ-ერთი ფილიალი დააყაჩაღეს

პუბლიკა

თბილისში, სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში საქართველოს ბანკის ერთ-ერთი ფილიალი დააყაჩაღეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „პუბლიკას“ განუცხადა, რომ დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.