სამი პრეზიდენტის შეხვედრა აბსოლუტურად ლოგიკურად მიმაჩნია - მარგველაშილი

პუბლიკა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

რამდენიმე საათიანი შეხვედრის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა ჰოსპიტალთან  ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

მან თქვა, რომ სამი პრეზიდენტის შეხვედრა სრულიად ლოგიკურად და შესაძლებლად მიაჩნია.

„მე აბსოლუტურად ლოგიკურად მიმაჩნია ეს შეხვედრა. მე არ მესმის ხოლმე ამ საკითხის მიმართ აღმატებული შეუძლებლობის ხარისხის მინიჭება, რომ შეიძლება კი ეს მოხდეს? რაზე ვსაუბრობთ, ქალბატონმა სალომემ აჩვენა ნამდვილად სრული გახსნილობა ოპოზიციასთან საურთიერთოდ.

მე როგორც ვიცი, ახლა ამ წუთებში ის ხვდება ოპოზიციის ლიდერებს და ბუნებრივი არის, რომ სამი პრეზიდენტის შეხვედრა კიდევ უფრო ნაკლებად რთულია, ვიდრე შეხვედრა იმ ადამიანებთან ვისთანაც ამ წუთში მიმდინარეობს შეხვედრები. ასე რომ, არა მხოლოდ ლოგიკურად. არამედ ძალიან ბუნებრივ და იოლ ნაბიჯად მიმაჩნია“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.