მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტის სამირა ბაირამოვას მშობლების სახელმწიფოს შვილის უსაფრთხოების დასაცავად მიმართავენ და წერილს აქვეყნებენ.
აქტივისტის მშობლების წერისლ „რადიო მარნეული“ ავრცელებს. წერილში თეიმურხან ბაირამოვი და ხანპარი ბაირამოვა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრს რეაგირებისაკენ მოუწოდებენ.
სამირა ბაირამოვამ 14 მარტს „ალტ-ინფოს” პარტიის ოფისი მარნეულში უკრაინის დროშის ფერებში შეღება. ის აცხადებს, რომ ამის შემდეგ მუქარის შეტყობინებებს იღებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მუქარის საქმეზე გამოძიება დაიწყო.
სამირა ბაირამოვას მშობლების მიმართვას, რომელსაც „რადიო მარნეული“ აქვეყნებს, გთავაზობთ:
„ჩვენ სამირა ბაირამოვას მშობლები ვართ. ის ქვემო ქართლის რეგიონიდან აქტიური სამოქალაქო აქტივისტია და ბევრს აკეთებს ჩვენი თემის საჭიროებების სხვებისთვის საჩვენებლად და რეალობის შესაცვლელად. სამწუხაროდ, ის არაერთხელ გახდა საზოგადოების გარკევული ჯგუფების მსხვერპლი მისი აქტივიზმის გამო.
ამ წლის 14 მარტს სამირა ბაირამოვამ პერფორმანსით გააპროტესტა ქალაქ მარნეულში „ალტ-ინფოს“ ბაზაზე ჩამოყალიბებული ძალადობრივი, პროპუტინისტური, შოვინისტური პარტიის „კონსერვატიული მოძრაობა“ ოფისის გახსნა. მან ექსტემისტული პარტიის ოფისის გარე ფასადზე უკრაინისა და ევროკავშირის დროშები დახატა და ამით ჩვენი ქვეყნის ეროვნულ და ევროპულ ინტერესებს ხაზი გაუსვა.
ამავდროულად ამ ქმედებით სამირამ უკრაიანელი ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა და ასევე ევროკავშირის დროშით ამ კონკრეტულ პარტიას შეახსენა, რომ საქართველოს გზა უკვე არჩეულია ქართველი ხალხის მიერ და ჩვენ რუსეთში არ დავბრუნდებით. ჩვენ ვიცით, რომ ამ პარტიის საქმიანობას არა ერთი სხვა აქტივისტი გამოეხმაურა სხვა რეგიონებში, მათ შორის, ხულოში, სვანეთში, გორში, ოზურგეთში, ხარაგაულში და ა.შ.
ახლა პარტიის „კონსერვატიული მოძრაობა“ აქტივისტები ემუქრებიან ჩვენ შვილს. მათ არაერთი მუქარის შინარსის ტექსტი გაუგზავნეს სამირას პირადად, რომელიც მის მიმართ გენდერულ და ეთნიკურ სიძულვილს აჩვენებს და სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებიან. 16 მარტს კი 50-მდე ამავე პარტიის წევრი ჩამოვიდა მარნეულში და ღიად ემუქრებოდნენ ჩვენ შვილს. მან რა თქმა უნდა პოლიციაში იჩივლა და ძალიან ველოდებით გამოძიების შედეგებს და შვილის რეალური დაცვის გარანტიების მიღებას.
ჩვენი თაობა სხვა რეალობაშია გაზრდილი და შესაბამისად ჩვენთვის რთული იყო და არის სოციალური და პოლიტიკური აქტიურობა. 1990 წლებიდან დაწყებულ ძალიან რთული გზა გავიარეთ. მაშინდელი მოვლენებმა, შოვინისტურმა მოძრაობებმა და არა ერთი სოფლიდან და ქალაქიდან ეთნიკური აზერბაიჯანლების გაძევების გამოცდილებამ არ მოგვცა იმის იმედი და შესაძლებლობა, რომ სახელმწიფოს მშენობლების პროცესში სათანადო მონაწილეობა მიგვეღო და მომავალი თაობისთვის უფრო უსაფრთხო და თანასწორუფლებიანი გარემო შეგვექმნა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უმაღლესი განათლებაც მიღებული გვაქვს, მაგრამ დღევანდელი ინტეგრაციის პოლიტიკა არ არის აქტიური ჩვენი ასაკის ადამიანებისთვის, ის უფრო ახალგაზრდებზე აკეთებს სწორებას. დიახ, ზუსტად ჩემი შვილიც ამ პოლიტიკის ნაწილია და ის თანასწორი, სამართლიანი საზოგადოების შექმნას ცდილობს და ეს არაა დანაშაული.
დიახ, ჩვენ, როგორც სამირა ბაირამოვას მშობლები მასზე ვნერვიულობთ. ჩვენ არაერთი ფაქტი ვიცით იმის შესახებ, როცა რამდენი მშობლის შვილი მოკლეს მისი ეთნიკური, სქესობრივი, რასობრივი და პოლიტიკური შეხედულების გამო და დღემდე მათი სასამართლო პროცესი გრძელდება. ჩვენ ვიზიარებთ იმ ადამიანებს ტკვილს, მაგრამ იგივეს განმეორობა არ გვსურს. რადგანეს არა მარტო ჩვენთვის, არამედ მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის დიდი დანაკარგი იქნება.
ჩვენ როგორც საქართველოს მოქალაქებივართ ერთგულები საქართველოს მიმართ. მაგრამ დღემდე არ გვესმის, რატომ ვრჩებით დღემდე უცხოები, სტუმრები ამ საზოგადოებისთვის და დღემდე ეთნიკური ნიადაგზე კონფლიქტები ხდება ჩვენს რეგიონში. დიახ, ამ ყველაფერის გამო ჩვენ ჩვენი შვილებისთვის უსაფრთხო და მშვიდ მომავალს ვერ შევქმნით. ახლა ისინი ცდილობენ ამას თვითონ თავისი ძალით და რწმებით მოახერხონ ცვლილებები. ისინი სამართლიანი, თანასწორი და შერჩევითი სამართლის გარეშე საზოგადოების მშენებლობისთვის იბრძვიან და ჩვენ ბოლომდე დავუდგებით გვერდით ჩვენს შვილს და სხვა ახალგაზრდა აქტივისტებს. ჩვენ მათი გვჯერა და ჩვენს შვილის და სხვა აქტივისტების გამბედაობის გულშემატკივრები ვართ.
დღეს ჩვენი ბაირამია. უკვე სამი წელია ჩვენ მშვიდად ბაირამს ვერ ვღნიშნავთ. ზედიზედ სამი წელია ამ თვეში ჩვენს შვილი უწევს დიდი ბრძოლა უსამართლიანობასთან და დესტრუქციულ ძალებთან.
ჩვენ მაინც იმედი არ გვაქვს დაკარგული. იმედი გვაქვს რუსეთის სახელმწიფოს მაღალი ზეგავლენა და ამ ჯგუფების უკანონო მოქმედებები აწუხებს ჩვენს სახელმწიფოს და ზომებს მიიღებს. მჯერა, რომ ჩვენ ყველანი ჩვენი შვილების საუკეთესო მომავალზე ვფიქრობთ და ყველაფერს გავაკეთებთ თანასწორი მომავალისთვის. ამიტომ მოგმართავთ თქვენ
გთხოვთ მიიღოთ ყველა საჭირო ზომები ჩვენი შვილის უსაფრთხოებისთვის.
დღეს ის არაა დაცული დესტრუქციული ძალების მუქარისგან და შესაძლო ძალადობისგან. ჩვენი გოგო ძლიერია, მაგრამ მისი სიძლიერე საკმარისი არაა ამ ადამიანებისგან მომდინარე ძალადობის რისკების წინაშე. სახელმწიფოს მხარდაჭერა და მეტი დაცვააუცილებელია არა მარტო სამირასთვის, არამედ ყველა ახალგაზრდა აქტივისტისთვის. სახელმწიფოს დუმული და უმოქმედობა ჩვენ გვაშინებს. გთხოვთ იმოქმედოთ, “- ნათქვამია წერილში.