სამივე ინფიცირებული შემოსული შემთხვევებია - ეზუგბაია

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დრეს დადასტურებული სამივე შემთხვევა შემოტანილია.

„3 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ყველა შემოტანილია და ყველანი არიან სატვირთო ავტომანქანების მძღოლები.

ჩვენ ცენტრს დაემატა ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა. ერთი გახლავთ რუსეთიდან და მეორე აზერბაიჯანიდან შემოსული სატვირთო ავტომობილის მძღოლი.

ჩვენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, მდგომარეობის გაუარესება არავისთან არ შეინიშნება. მათი მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო და საშუალოზე მსუბუქი სიმძიმის“.
________________________________

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა. 7 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

ეს ინფორმაცია სამტავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე უკვე აისახა.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ზოგადი სურათი კი ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1171
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 947
  • მათ შორის გარდაცვლილი – 17
  • კარანტინის რეჟიმში – 6588
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 323
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41