ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, სამკერვალო საწარმოები მზად არიან, აქტიურად დაიწყონ პირბადეების წარმოება. უწყების ცნობით, დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სამკერვალო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა პირბადეების აქტიურ რეჟიმში წარმოების დაწყება იყო.
„კომპანიების ხელმძღვანელებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად საპრევენციო ღონისძიებების გატარებაში მაქსიმალური ძალისხმევითა და რესურსებით გვერდში დაუდგებიან სახელმწიფოს და საკუთარ მოქალაქეებს”, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.