სამრევლო ტაძრებში სააღდგომო მსახურება დილის 7 საათზე დაიწყება – ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

პუბლიკა

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის გადაწყვეტილებით, მონასტრებში სააღდგომო წირვა ჩატარდება ღამისთევით, მრევლის გარეშე, მას დაესწრებიან სასულიერო პირები და მონაზვნები. მიტროპოლიტი დიმიტრი წირვას აღავლენს სამების მონასტერში, საიდანაც პირდაპირი ეთერით გადაიცემა. სამრევლო ტაძრებში კი მსახურება დაიწყება დილის 7 საათზე.  ამ გადაწყვეტილების შესახებ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესპიკერმა, დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა „აჭარის მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა.

„ყველა სამრევლო ტაძარში სადღესასწაულო მსახურება დაიწყება დილის 7 საათზე, რათა მოსახლეობას არ ჰქონდეს პრობლემები კომენდატის საათთან დაკავშირებით და არ დაირღვეს  კანონი“, – ამბობს დეკანოზი

მისივე თქმით, მრევლი შეძლებს, დილის 7 საათზე დაესწრონ მსახურებას დისტანციის დაცვით.  ტაძარში წესრიგს კი, სამღვდელოება და სტიქაროსნები გააკონტროლებენ.

დეკანოზი, ასევე, სთხოვს მრევლს, თავი შეიკავონ სასაფლაოებზე გასვლისგან.