„სამშობლოს სიყვარული დანაშაული არ არის“ - ვაჟა გაფრინდაშვილის მხარადამჭერი აქცია გაიმართა

პუბლიკა

დღეს თბილისში ცხინვალში დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

სამშობლოს სიყვარული დანაშაული არ არის” –  ეს იყო აქციის მონაწილეების მთავარი გზავნილი. ისინი  თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეებმა სპეციალური მიმართვა გაავრცელეს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდეს, ძალისხმევა არ დაიშურონ და მაქსიმალური გააკეთონ იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ექიმის უვნებლად დაბრუნება.

ცნობილი ქართველი ექიმი და ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს რუსმა სამხედროებმა დააკავეს და მას შემდეგ ცხინვალშია დაპატიმრებული. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას სამხრეთ ოსეთის, ე.წ. საზღვრის განზრახ უკანონო გადაკვეთაში სდებენ ბრალს.