GORBI-მ სამთავრობო არხის, „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
შეკითხვაზე, „დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასეთია:
- „ქართული ოცნება“ – 55%;
- „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 20%;
- „გირჩი მეტი თავისუფლება“ და „დროა“ – 4%;
- „ლელო“ – 4%;
- „ევროპული საქართველო“ – 3%;
- „საქართველოსთვის“ – 3%;
- „პატრიოტთა ალიანსი“ – 2%;
- „ლეიბორისტული პარტია“ – 2%;
- „მოქალაქეები“ – 1%;
- „გირჩი“ – 1%;
- სხვა – 5%.
„იმედის” თანახმად, საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა GORBI-მ 30 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით, ანუ, კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის დადებით რეკომენდაციამდე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 2024 სრულწლოვანი რესპონდენტი გამოკითხა. საველე სამუშაოები შემთხვევითი შერჩევის წესით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. ცდომილების ზღვარი +/- 2.2 %-ია.