სამტრედიასთან ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, სამტრედიის შესასვლელთან ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ტრაილერი და მინივენი შეეჯახნენ.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.