„სამწუხაროა ასეთი განცხადებები" - ბოჭორიშვილი სახელმწიფო დეპარტამენტზე

პუბლიკა

სამწუხაროა ასეთი განცხადებები, რომელიც შემდეგ უკვე სპეკულაციის საგანი ხდება ქვეყნის შიგნით, – ასე ეხმაურება ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია პარტნიორებმა სწორად შეაფასონ, თუ რა გამოწვევის წინაშე დგას საქართველო.

„დღეს საქართველო რასაც მოელის, არის ის, რომ სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან გვექნება მეტი მხარდაჭერა. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან გვექნება მეტი თანამშრომლობა იმისთვის, რომ ჩვენი მთავარი მიზნები მიღწეული იყოს თუნდაც ევროკავშირთან მიმართებაში. სამწუხაროა, რომ ასეთი განცხადებები კეთდება, რომელიც შემდეგ უკვე ხდება სპეკულაციების საგანი ქვეყნის შიგნით.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები სწორად და კარგად აფასებდნენ, რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო და რა ხდება საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ მათი მხრიდან მეტ მხარდაჭერას და მეტ თანამშრომლობას მოველით“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.