სამწუხაროდ, ეს ვირუსი თბილ სეზონზე პირდაპირ უკან არ დაიხევს - ბუწაშვილი

პუბლიკა

ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საქართველოში კორონავირუსის გავრცელებაზე ისაუბრა. შეაფასა არსებული ეპიდსიტუაცია, ისაუბრა მოსალოდნელ პროგნოზებსა და კვლევებზე, რომლებიც მსოფლიოში ტარდება და რომლებიც ვირუსის თავისებურებებს  სწავლობს.

მაია ბუწაშვილის შეფასებით, დღეს საქართველოში ვირუსით ინფიცირებლთა რაოდენობა ზომიერია და გავრცელება სწრაფი არაა და შესაძლოა, საქართველოში პიკი ისე გავიაროთ, რომ არ იყოს ციცაბო, ანუ სწრაფი აღმავლობა.

„მრუდი თუ ასე შენარჩუნდა, ეს ძალიან სახარბიელო სიტუაცია იქნება, თუ არ მივიღეთ სწრაფი მატება.  ყოველთვის აქცენტია პიკზე, რადგან ჩვენ ვხედავთ დასავლეთისა და აშშ-ის ცუდ მაგალითებს და ყველანაირი ცუდი სცენარისთვის ჯანდაცვის სისტემა მზად უნდა იყოს. მაგრამ გარდაუვალი აუცილებლობა არაა, რომ ციცაბო/მრუდი/სწრაფი აღმავლობა გვქონდეს.  ეს მეტწილად ჩვენზეა დამოკიდებული, რომ შევინარჩუნოთ ასეთი ნელი მშვიდი მატება და მერე ალბათ იმედი ვიქონიოთ, რომ თანდათან უკუგანვითარებაც იქნება“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

მაია ბუწაშვილმა უპასუხა შეკითხვებს იმუნიტეტის გამომუშავებისა და კორონავირუსის უსიმპტომოდ ინფიცირებულთა შესახებ.

მისი თქმით, გერმანიის ერთ პატარა ქალაქში და აშშ-შიც ერთ გეოგრაფიულ არეალში ჩატარდა კვლევა და გამოვლინდნენ ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ ანტისხეულები გამომუშავებული, რაც ნიშნავს იმას, რომ უსიმპტომოდ გადაიტანეს კორონავირუსი. მაია ბუწაშვილის თქმით, ასეთი ადამიანების რაოდენობა დიდი არ იყო და გადაწყვეტილებების მიღებისას ამ კვლევის შედეგებს ვერ დავეყრდნობით.

„ადამიანის ორგანიზმი ნებისმიერი ინფექციური აგენტის წინააღმდეგ გამოიმუშავებს ანტისხეულებს. იმუნიტეტი რომ არ გამომუშავდება, ასეთი რამ შეუძლებელია. ამ ეპიდემიის დროსაც ვხედავთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ანტისხეულები. აქ საუბარია, რამხელა დამცავი ეფექტი აქვს ამ ანტისხეულებს, რამდენად დიდ ხანს გაგრძელდება და რამდენად ეფექტურად იცავს რეინფიცირებისგან. ეს არის ვერსიები, არსებობს ვერსია, რომ ეს ანტისხეულები იცავს. რეინფიცირებაზე იყო საუბარი, გაჩნდა მაგალითები, მაგრამ ბევრ მაგალითს ვერ ვხედავთ და არის ვარაუდი, რომ გადატანის შემდეგ

ამ ანტისხეულებს ხანმოკლე დაცვა აქვს. უბრალოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რამდენ ხანს გაჰყვება ეს დაცვა? გირიპივით ყოველ სეზონზე იქნება შემობრუნება, თუ წითელასავით გაჰყვება მთელი ცხოვრება. თუმცა ის, რომ იმუნიტეტი გამომუშვდა და გარკვეულწილად დაიცავს ადამიანებს ეს ფაქტია“, – განაცხადა ბუწაშვილმა.

ტისხეულები იცავს. რეინფიცირებაზე იყო საუბარი, გაჩნდა მაგალითები, მაგრამ ბევრ მაგალითს ვერ ვხედავთ და არის ვარაუდი, რომ გადატანის შემდეგ

ამ ანტისხეულებს ხანმოკლე დაცვა აქვს. უბრალოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რამდენ ხანს გაჰყვება ეს დაცვა? გირიპივით ყოველ სეზონზე იქნება შემობრუნება, თუ წითელასავით გაჰყვება მთელი ცხოვრება. თუმცა ის, რომ იმუნიტეტი გამომუშვდა და გარკვეულწილად დაიცავს ადამიანებს ეს ფაქტია“, – განაცხადა ბუწაშვილმა.

საქართველოში უსიმპტომო ინიფიცირეულებში გამოვლენაზე დასმულ შეკითხვას მაია ბუწაშვილმა უპასუხა, რომ ამის გაკეთება ჩვენს ქვეყანაში როგორც ლოჯისტიკურად, ისე ფინანსურად რთულია, რადგან საჭირო იქნება მთელი მოსახლეობის ტესტირება.

 „სამწუხაროდ იმის მექანიზმი, რომ ყველა უსიმპტომო გამოვლინდეს, არ არის.ამ შემთხვევაში ჩვენ ფაქტობრივად მთელი მოსახლეობის ტესტირება უნდა ჩავატაროთ, თანაც არა ანტიხეულის ტესტებით, არამედ  ანტიგენის ტესტების, მაგალითად, პსრ-ით რომ დავადგინოთ უსიმპტომო ინფიცირებულები. ეს ძალიან რთულია როგორც ლოჯისტიკურად, ისე ფინანსურად. ამის მსგავს აკეთებს კორეა ეპიდემიის დაწყებიდან. ამას მოგვიანებით ვნახავთ, თუ დაიგეგმება კვლევები, ე.წ. ანტისხეულების ტესტებით და პოსტფაქტუმ შეგვიძლია ვიმსჯელოთ რამდენმა პროცენტმა გადაიტანა. ამჟამად ყველა უსიპტომო ინფიცირებულის გამოლენა პრაქტიკულად შეუძლებელია“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

მოქმედებს თუ არა ტემპერატურა ვირუსის გავრცელებაზე? – ამ შეკითხვაზე მაია ბუწაშვილმა უპასუხა, რომ, სამწუხაროდ, ეს ვირუსი თბილ სეზონზე პირდაპირ უკან არ დაიხევს, რადგან ვირუსი ვრცელდება იმ ქვეყნებშიც, სადაც ტემპერატურა მაღალია.

„ტემპერატურას გადამწყვეტი როლი არ აქვს, სამწუხაროდ, და ამას ისიც მოწმობს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მაღალი ტემპერატურაა, ვირუსი მაინც ვრცელდება. გაჩნდა მცირე მტკიცებულებები [თუმცა კვლევებს ვერ დავარქმევ], სადაც ძალიან მინიმალურად ყოველი გრადუსი ტემპერატურის მატებაზე ძალიან დაბალი პროცენტით წერენ, რომ ვირუსის გადაცემა მცირედით შემცირდა, მაგრამ ამის იმედად ვერ დავრჩებით. სამწუხაროდ, ეს ვირუსი თბილ სეზონზე პირდაპირ უკან არ დაიხევს, თუმცა ყველა პანდემიას მილევის ტენდენცია აქვს და უსასრულოდ არაფერი გრძელდება“, – განაცხადა ბუწაშვილმა.