სამწუხაროდ, გარდაცვლილებიდან ერთი 30 წლამდეა – გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გამოსვლისას თქვა, რომ გარდაცვლილი 14 პაციენტიდან ერთი 30 წლამდე ასაკისაა.

„სამწუხაროდ, 14 გარდაცვლილია დღეს. სხვადასხვა კლინიკაა,  არ ჩამოგითვლით. არის ბათუმიც,  არის ქუთაისიცა და თბილისიც. რაც შეხება ასაკს, ძირითადად, არიან ხანდაზმული ასაკის პაციენტები, მაგრამ ერთია ახალგაზრდა, 30 წლამდე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მას ამ შემთხვევასთან დაკავშირებით დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა, მისი თქმით, იმის გასარკვევად, თუ გამოიწვია გარდაცვალება, კლინიკური კვლევა მიმდინარეობს.

დღეს საქართველოში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.