სანამ არ გამოქვეყნდება რუსული ვაქცინის გამოცდის ზუსტი მონაცემები, მანამდე ვერაფერს გეტყვით - იმნაძე

პუბლიკა

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატას იმნაძე აცხადებს, რომ ვაქცინის გამოცდა, რომელსაც, სავარაუდოდ, რუსეთი გამოუშვებს, დაჩქარებული ტემპით მიდიოდა. შესაბამისად, მისი თქმით, ხარისხის შესახებ განცხადებას ვაქცინის ზუსტი მონაცემების გამოქვეყნებამდე ვერ გააკეთებს.

„სულ ეგ მაინტერესებს, ხომ არის გარკვეული კატეგორია ადამიანებისა, ვინც თვლის, რომ დაჩიპავენ და ბილ გეიტსმა უნდა დაჩიპოს. ძალიან მაინტერესებს, რუსულ ვაქცინაში ბილ გეიტსი როგორ ჩადგამს თავის ჩიპებს, რომ დაჩიპოს…

სერიზულად თუ გიპასუხებთ, ვერ გეტყვით ვერაფერს, იმიტომ, რომ ძალიან დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობდა ვაქცინის გამოცდა და სანამ არ გამოქვეყნდება ზუსტი მონაცემები ამ ვაქცინის კვლევის ხარისხზე, ფაზებზე, რამდენ ადამიანზე იყო, რა შედეგები იყო, მანამდე ვერაფერს მოგახსენებთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.