სანდრო ბრეგაძე And then we danced-ზე: კომპიუტერში ვუყურე, ბოლომდე ვერ გავუძელი

პუბლიკა

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე TV-პირველთან ინტერვიუში ამბობს, რომ მან კომპიუტერში უყურა ფილმს –„And then we danced”, თუმცა არა ბოლომდე, რადგან ვერ გაუძლო. მისივე თქმით, ფილმი შვედეთიდან ინტერნეტით გამოუგზავნეს.

ამის მიზეზად ბრეგაძემ ფილმის დაბალი მხატვრული ღირებულება დაასახელა.

მოგვიანებით მან ისაუბრა ფრაგმენტებზე, რომელსაც უყურა – „როდესაც ჩოხასა და ფაფახში გამოწყობილი ორი ქართველი ვაჟკაცი სექსით არის დაკავებული ფართო ეკრანზე, ეს არის შეურაცხმყოფელი არა მარტო ეროვნული ტრადიციების, არამედ ქართველი ერის”. – თქვა მან.

ფილმის ჩვენების ჩაშლას „ქართულ მარშთან“ ერთად სხვა ჰომოფობიური ჯგუფებიც აანონსებენ.

წარმოშობით ქართველი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ქართულ-შვედური კოპროდუქციაა, რომელიც შვედეთმა „ოსკარზე“ წარადგინა.

თბილისის კინოთეატრებში ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ბილეთების 99,6% პრემიერამდე 5 დღით ადრე გაიყიდა.