საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ბერშუეთთან კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

პუბლიკა

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ ერთი პირი დააკავეს. ე.წ. მესაზღვრეებმა დაკავებული ქალი, სავარაუდოდ, ცხინვალში გადაიყვანეს.

დაკავების ფაქტი „პუბლიკას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.