საპარლამენტო ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება

პუბლიკა

ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქციები კვლავ რჩებიან პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში. ფრაქციები უარს აცხადებენ 17 იანვრის რიგგარეშე სესიის საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზე.

პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე დაწერილ განცხადებებს ბოიკოტის შესახებ ხელს აწერენ შემდეგი ფრაქციები: ,,ევროპული საქართველო“, ,,ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის”, ,,ევროპული საქართველო – რეგიონები“ და „ნაციონალური მოძრაობა“.


გასული წლის ნოემბერში ოპოზიციურმა ფრაქციებმა და დეპუტატებმა პლენარულ სხდომებს ბოიკოტი მას შემდეგ გამოუცხადეს, რაც პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო.