საპატრიარქო რუსეთის საპატრიარქოსთვის გაგზავნილ წერილს აქვეყნებს

პუბლიკა

საქართველოს საპატრიარქო საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარის,ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს წერილს აქვეყენებს, რომელიც საპატრიარქოს ცნობით მიტროპოლიტმა გერასიმემ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარეს მისწერა.

წერილში ნათქვამია, რომ 2021 წლის 7 იანვარს ცხინვალის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარში წირვა აღავლინა რუსეთის ეკლესიის ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპარქიის მღვდელმსახურმა, მღვდელმა სერგი კოკოევმა. საეკლესიო კანონიკიდან გამომდინარე კი ეს მიუღებელია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნებართვის გარეშე.

“ჩვენთვის საინფორმაციო საშუალებებიდან ცნობილი გახდა, რომ 2021 წლის 7 იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაულზე, ცხინვალის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარში წირვა აღავლინა რუსეთის ეკლესიის ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპარქიის მღვდელმსახურმა, მღვდელმა სერგი კოკოევმა.

როგორც თქვენთვის ცნობილია, ქ. ცხინვალი არის საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის კანონიკური ტერიტორია, რომლის მოქმედი მღვდელმთავარი ბრძანდება მიტროპილიტი ისაია (ჭანტურია).

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, ისევე როგორც სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები, ყოველთვის აღიარებდა და აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში.

საეკლესიო კანონიკიდან გამომდინარე, მიუღებელია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნებართვის გარეშე და ჩვენთან შეუთანხმებლად სხვა მართლმადებელი ეკლესიის სასულიერო პირთა მიერ ჩატარდეს ნებისმიერი რელიგიური მსახურება და მსგავსი გადაცდომები აზიანებს ურთიერთობას ჩვენს ეკლესიებს შორის.

ვიმედოვნებთ, გამოიკვლევთ ზემოთ აღნიშნულ საკითხს, მიიღებთ მკაცრ ზომებს იმ სასულიერო პირთა მიმართ, რომელთაც ეს არაკანონიკური ქმედება ჩაიდინეს და მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება.” – ნათქვამია წერილში, რომელიც საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნდა.

<div class="fb-post" data-href="https://www.facebook.com/sazupatriarchate/posts/470888867635032" data-width="500" data-show-text="true"><blockquote cite="https://www.facebook.com/sazupatriarchate/posts/470888867635032" class="fb-xfbml-parse-ignore"><p>📌 საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარის,ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს წერილი...</p>Posted by <a href="https://www.facebook.com/sazupatriarchate/">საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური</a> on&nbsp;<a href="https://www.facebook.com/sazupatriarchate/posts/470888867635032">Wednesday, January 13, 2021</a></blockquote></div>