საპატრიარქოს განცხადება საფრთხისშემცველია - „თანასწორობის მოძრაობა“

პუბლიკა

„თანასწორობის მოძრაობა“ საპატრიარქოს დღევანდელ ჰომოფობიურ განცხადებასა და 5 ივლისს დაგეგმილ ღირსების მარშს განცხადებით ეხმაურება.

ორგანიზაცია საფრთხისშემცველად აფასებს მოწოდებას პრაიდის წინააღმდეგ მობილიზებისკენ და მოუწოდებს შსს-ს, დაიცვას შეკრებაში მონაწილე ადამიანების უსაფრთხოება და სამართალდარღვევის აღსაკვეთად გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული პროპორციული საშუალებები.

ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს პოლიტიკოსებს, საჯარო განცხადებების დროს იხელმძღვანელონ ადამიანის უფლებების ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტებით, თავი შეიკავონ ჰომოფობიური და დისკრიმინაციული განცხადებებისგან.

„თანასწორობის მოძრაობა“ მედიასაც მოუწოდებს, დაიცვას ეთიკური სტანდარტები და გამოიჩინონ სიფრთხილე ძალადობის და დისკრიმინაციის წახალისების მხრივ.