საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

პუბლიკა

რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის დაპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ისინი გაეცნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, და დარწმუნდნენ რომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია.


შეგახსენებთ, რომ „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული.

ნიკა მელიას 25 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა საქალაქო სასამართლოში.

რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ;

LB loan image desktop LB loan image mobile