საპროცესოს საფუძველზე 4 ოქტომბრის საქმის 7 ბრალდებული დარბაზიდან გათავისუფლდა

პუბლიკა

4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე 8 ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

ესენი არიან:

  • ალექსანდრე გოგოლაძე;
  • სულხან აბრალავა;
  • ევა შაშიაშვილი;
  • გოჩა ყატაშვილი;
  • დავით ღურწკაია;
  • ჯანდრი თირქია;
  • რამაზ ჯორბენაძე;
  • გენადი კელიხაშვილი.

7 ბრალდებული დარბაზიდან გათავისუფლდა, რაც შეეხება ევა შაშიაშვილს, მას 2025 წლის 31 დეკემბერს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 5000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა და საპატიმრო დატოვა.

მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ დაამტკიცა. პირობების თანახმად, ბრალდებულებს 3-წლიანი პირობითი მსჯავრი ექნებათ.

საპროცესო შეთანხმების გაფორმების წინაპირობა ბრალის აღიარებაა.


4 ოქტომბრის 15-პირიან საქმეზე ბრალდებულები არიან დავით ჟღენტი, ალექსანდრე გოგოლაძე, კახაბერ მჟავანაძე, ევა შაშიაშვილი, დავით სტურუა, გოჩა ყატაშვილი, სულხან აბრალავა, კოსტანტინე კოკაია, გიორგი ჩახუნაშვილი, ზაქრო ალბუთაშვილი, ია დარახველიძე, დათო ღურწკაია, გენადი კელიხაშვილი, რამაზ ჯორბენაძე და ჯანდრი თირქია.

მათ ბრალი სხვადასხვა მუხლით წარედგინათ. კერძოდ:

დავით ჟღენტი, ალექსანდრე გოგოლაძე, კახაბერ მჟავანაძე, ევა შაშიაშვილი, დავით სტურუა, გოჩა ყატაშვილი, სულხან აბრალავა, კოსტანტინე კოკაია, გიორგი ჩახუნაშვილი, ზაქრო ალბუთაშვილი, დათო ღურწკაია, გენადი კელიხაშვილი, რამაზ ჯორბენაძე, ჯანდრი თირქია.

  • სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად;
  • ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა;

ია დარახველიძე:

  • ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა;