საპროტესტო აქცია ხულოს მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთანაც გაიმართა

პუბლიკა

დაპირისპირება იყო ხულოში დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის მაჟორიტარულ ოფისთან.

აჭარის ტელევიზიის ცნობით, მოძრაობა „ალტერნატივის“ წევრები ცდილობდნენ ოფისის პიკეტირებას, რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა. იყო შეძახილები – „მონა, მონა“. მათი თქმით, ანზორ ბოლქვაძემ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა, და იგი ბიძინა ივანიშვილის მონაა.

აქციის მონაწილეებს ადგილზე ცოცხებით დახვდნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და მათ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდი შეახსენეს.