საქალაქო სასამართლოს ეზოში მოქალაქემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილი მოქალაქეების ინფორმაციით, ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთმა წევრმა პროტესტის უკიდურესი ფორმას მიმართა, გადაისხა საწვავი და თავის დაწვა სცადა. იქ მყოფმა ადამიანებმა და სამართალდამცველებმა მისი შეჩერება მოახერხეს.

ამ ინციდენტის შესახებ წერს ასევე მოძრაობა „ლელოს” წევრი ირაკლი კუპრაძეც.

„სასამართლოს ეზოში მოქალაქემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა”, – წერს კუპრაძე.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას დავით ქაცარავამ აღნიშნა, ამ პირმა რამდენიმე საათით ადრე facebook-ზე დაწერა, რომ პარლამენტის წინ თავის დაწვას აპირებდა. თუმცა მათ ეს სერიოზულად არ აღუქვიათ. შემდეგ კი შესთავაზეს, რომ მუსულიყო სასამართლოში, მათთან ერთად ყოფილიყო, ესაუბრათ, რათა მისი ეს [ემოციური] მდგომარეობა განმუხტულიყო.

„ვაპირებ საწვავი გადავისხა ესენი უნდა გავაბანძო უარესად მოგიტყანთ ოცნება ახლა მიყურეთ თქვენ უარესად უნდა გაგაბანძოთ ამას გავაკეთებ ლაივში როგორ მემუქრებით იარაღის ჩადებით განახებთ თქვენ”, – წერს facebook-ზე პირი, რომელმაც სასამართლოს ეზოში ბენზინი გადაისხა.

 

LB loan image desktop LB loan image mobile