საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ახალი ლიტერატურული პრემიის – „წლის საუკეთესო“ ნომინანტთა მოკლე სია ცნობილია.
ჟიურიმ ფინალისტები შემდეგ ნომინაციებში დაასახელა:
ნომინაცია „წლის საუკეთესო პროზაული კრებული“
- ავტორი- ჟვანია ნინო, „მეკომოკონები, ანუ ძუიჰიცუ“, წარმდგენი – ავტორი;
- ავტორი- ფავლენიშვილი ეკატერინე, „საწუთროს მარგალიტები“, წარმდგენი – ავტორი;
- ავტორი- ქადაგიძე ნინო, „მინიატურები“, წარმდგენი – ავტორი.
ნომინაცია „წლის საუკეთესო რომანი“
- ავტორი- ბადალაშვილი დავითი, „ლეკვების სამოთხე“, წარმდგენი – ავტორი;
- ავტორი- ჩქვანავა გელა, „კადრილი“, წარმდგენი – ავტორი.
ნომინაცია „წლის საუკეთესო პოეტური კრებული“
- ავტორი- თათარაიძე ეთერი, „რა გქვიანის ყვავილო?; ჩიტო, შენც გამომყევ“ (ორ წიგნად), წარმდგენი – ავტორი;
- ავტორი- მთვარელიძე თათია, „ობის წიგნი“, წარმდგენი შპს ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო;
- ავტორი- წიკლაური მარიამი, „რისკჯგუფი“, წარმდგენი – ავტორი;
- ავტორი- ჯორჯანელი ნიკა, „ნეტფლიქსი“, წარმდგენი შპს ნოდარ დუმბაძის
გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო.
ნომინაცია „წლის საუკეთესო პიესა“
- ავტორი- მაცხონაშვილი ელენე, „ყვავი რო მოვა“, წარმდგენი – ავტორი;
- ავტორი- ყუშიტაშვილი ფიქრია, „ჩვენებური ამბავი“, წარმდგენი – ავტორი;
- ავტორი- შერვაშიძე გიორგი, „ასი ათას ერთი“, წარმდგენი- ავტორი.
ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს (გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს) და საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს. განაცხადების მიღება მიმდინარეობდა 2021 წლის 22 ნოემბრიდან 3 დეკემბრის 12:00 საათამდე. კონკურსის ფარგლებში სამინისტროში 82 განაცხადი შემოვიდა. მათ შორის 79 საკონკურსო განაცხადი წარმოდგენილია ავტორების, ხოლო 3 – გამომცემლობების მიერ.
თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა შეადგენს 6 378 ლარს (კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით).
კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი 2021 წლის 26 დეკემბერს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მცირე დარბაზში გაიმართება.