საქართველო ჩართულია მოლაპარაკებებში Covid-19-ის ვაქცინის მისაღებად - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე COVID 19-ის ვაქცინის შესახებ იმსჯელეს. მისი თქმით, საქართველო ჩართულია მოლაპარაკებებში Covid-19-ის ვაქცინის მისაღებად.

„Covid-19-ის ვაქცინის წარმოება შედის ფინალურ ეტაპზე. რამდენიმე ვაქცინა დღეს კლინიკურ კვლევას გადის. 9-მდე ვაქცინიდან 3 უკვე მესამე ფაზის კვლევებს გადის, აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, გვიან შემოდგომაზე მარეგულირებელმა ორგანოებმა დაამტკიცონ რამდენიმე ვაქცინა, ამიტომ „ვაქცინების გლობალური ალეანსის“ კოორდინირებით მუშაობა მიმდინარეობს ქვეყნებთან ვაქცინის შესაძლო მიწოდებასთან დაკავშირებით. ამ მოლაპარაკებებში ჩართულია საქართველო, ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი…

იქ არის პიროებები ვაქცინის მიღებისა. ეევროპაში ყველაზე წინა ეტაპზეა ოქსფორდისა და ასტრაზენეკას ერთობლივი წარმოების ვაქცინა. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ იქ არის პირობები ქვეყნის მიმართ, თუ როგორ, რა ეტაპები უნდა გავიაროთ განაცხადთან დაკავშირებით. ეს განვიხილეთ დღეს საკოორდინაციო საბჭოზე და პრემიერისგან შესაბამისი დავალება მიიღო ყველა უწყებამ“, – განაცხადა გამყრალიძემ.