საქართველო „მაგნიტსკის ევროპული სიის" გახანგრძლივებაზე EU-ის გადაწყვეტილებას არ შეუერთდა

პუბლიკა

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადების თანახმად, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, „მაგნიტსკის ევროპული სია” 2026 წლის 8 დეკემბრამდე გახანგრძლივდეს.

გადაწყვეტილებას შეუერთდნენ კანდიდატი ქვეყნები: ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვას რესპუბლიკა და ბოსნია და ჰერცეგოვინა, ასევე EFTA-ს (ვროპის ეკონომიკური ზონის) ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი და ნორვეგია, ეწევრები.

საქართველო არ არის იმ ქვეყნების სიაში, რომლებმაც აქტის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირეს.

„მაგნიტსკის აქტი” თავდაპირველად 2012 წელს აშშ-ის კონგრესმა მიიღო. მისი მიზანი იყო პასუხისმგებლობის დაკისრება რუსეთის ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ სერგეი მაგნიტსკის რუსეთის ციხეში სიკვდილზე.

უკრაინული წარმოშობის რუსი საგადასახადო მრჩეველი, სერგეი მაგნიტსკი, რომელმაც რუსეთის ხელისუფლება კორუფციასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში ამხილა, სერგეი მაგნიტსკი 2009 წელს, საპატიმროში გარდაიცვალა,  დაკავებიდან 11 თვის თავზე.

2016 წელს აშშ-მ „მაგნიტსკის გლობალური აქტი” დაამტკიცა. დოკუმენტის საფუძველზე აშშ-ს შეუძლია, ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, ნებისმიერი უცხო ქვეყნის ხელისუფლების წევრებს დაუწესოს.

ევროკავშირმა აშშ-ის დოკუმენტის ანალოგი – „მაგნეტსკის ევროპული აქტი” 2020 წელს მიიღო. დოკუმენტი მას საშუალებას აძლევს, „გაყინოს ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლების ქონება, დააწესონ სანქციები მოგზაურობასთან დაკავშირებით და სხვა, იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაარღვევენ ადამიანის უფლებებს”. 2020 წელს საქართველომ დოკუმენტს მხარი დაუჭირა.

„მაგნიტსკის ევროპულ სიაში” არიან რუსეთის, ჩინეთის, სუდანის, მიანმარის, სირიის, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების წარმომადგენლები.

საქართველომ 2023 წლის 26 ოქტომბერს მხარი დაუჭირა შემზღუდავი ზომების დაწესებას მოლდოვის სეპარატისტული რეგიონის, ტრანსნისტრიის წინააღმდეგ.