საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას - საგარეო

პუბლიკა

„საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, “-  ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველო იმედს გამოთქვამს, რომ შემდგომი მოლაპარაკებების გზით მოხერხდება პროგრესის მიღწევა კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში და მყარი მშვიდობის დამყარება, რაც ხელს შეუწყობს მთელი რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებასა და კეთილდღეობას.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მან Twitter-ზე დაწერა, რომ მშვიდობა და სტაბილურობა ერთადერთი მომავალია ჩვენი რეგიონისთვის.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მედიაციით გამართულ შეხვედრაზე აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

11 საათიანი შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დაპირისპირებული მხარეების 10 ოქტომბრიდან ცეცხლის შეწყვეტასა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადასაწყვეტად მოლაპარაკების დაწყებაზე შეთანხმდნენ.