საქართველო მიიღებს პირობებს და შემდეგ კანდიდატის სტატუსის შანსს, უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ სტატუსს და პირობებს - იოზვიაკი

პუბლიკა

„რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების“ (RFE/RL) ჟურნალისტი ბრიუსელიდან, რიკარდ იოზვიაკი Twitter-ის გვერდზე წერს, რომ ევროკომისია მივიდა სავარაუდო შეთანხმებამდე: უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ კანდიდატის სტატუსს და პირობებს, რომლებიც უნდა შესრულდეს; საქართველო ჯერ მიიღებს პირობებს და  შემდეგ შანსს, მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამას ევროპის საბჭო შემდეგ კვირას განიხილავს.

დღეს, 17 ივნისს ევროკომისია საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის განაცხადის შეფასებას გამოაქვეყნებს.

კანდიდატის სტატუსზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო მიიღებს, 23-24 ივნისის სამიტზე.

ევროპული საბჭო 27 ქვეყნის მეთაურებისგან, საბჭოს პრეზიდენტისგან და ევროკომისიის პრეზიდენტისგან შედგება.