საქართველო მზადაა, იყოს ნატოს წევრი ქვეყანა, საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება - პაპუაშვილი

პუბლიკა

მნიშვნელოვანია ნატოს უსაფრთხოების ქოლგა და სწორედ ამიტომ საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ნატოს წევრობის მზაობა აჩვენოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მუხათგვერდის სასაფლაოზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ვფიქრობ, დღეს არსებობს კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო მზად არის, იყოს ნატოს წევრი ქვეყანა, საჭირო არის მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან და ჩვენ ამ გადაწყვეტილების მოლოდინი გვაქვს მომავალში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება „ისწრაფვის“ ევროკავშირის წევრობისკენ.

„რაც შეეხება ევროკავშირს, ეს არის უსაფრთხოებასთან ერთად ეკონომიკური უსაფრთხოების ქოლგა და სწორედ ამისკენაც ისწრაფვის ჩვენი ხელისუფლება და სწორედ ამიტომ გაკეთდა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე“, – დასძინა პაპუაშვილმა.