საქართველო სამხრეთ კორეიდან კორონავირუსის ტესტების ახალ მარაგს მიიღებს

პუბლიკა

კორეის რესპუბლიკიდან საქართველოში COVID-19-ის ტესტების ახალი მარაგი გამოგზავნეს. ინფორმაცია და დასატვირთად გამზადებული ტესტების ფოტოები კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა Twitter-ზე გაავრცელა.

„ცნობილი კორეული კომპანია SD Biosensor საქართველოს მიმართულებით COVID-19-ის ტესტების ახალ ნაკადს გზავნის. მადლიერებას გამოვხატავთ ამ ხანგრძლივ თანამშრომლობაში ჩართული მხარეების მიმართ,“, – წერს ბერძენიშვილი Twitter-ზე. საელჩოს ინფორმაციით, ტვირთი საქართველოში 5 მაისს ჩამოვა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთან ერთობლივად მუშაობენ კორეის მთავრობასა და კორეულ კომპანია SD Biosensor-თან, რომელიც საქართველოს ანტიგენზე დამყარებულ ტესტებს აწვდის.