საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუსეთის მიერ ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის” აღიარებას ეხმაურება.
„უკრაინის ტერიტორიების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარება საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა. საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას. საერთაშორისო თანამეგობრობისგან კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმოქმედონ გადამწყვეტად ომის თავიდან აცილებისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დასაცავად”, – წერს პაპუაშვილი.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა, რომ უკრაინის ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიაროს. ამასთან ერთად, მისი თქმით, გაფორმდება რუსეთსა და ახალ რესპუბლიკებს შორის ურთიერთდახმარების ხელშეკრულება, უკრაინას კი მოუწოდა, შეწყვიტოს „სისხლისღვრა“ დონბასში.