საქართველო უკრაინასთან ერთად იზიარებს ამ გადამწყვეტ, უძილო ღამეს - პრეზიდენტი

პუბლიკა

„საქართველო უკრაინასთან ერთად იზიარებს ამ გადამწყვეტ, უძილო ღამეს. მთელი მსოფლიო აღფრთოვანებულია პრეზიდენტ ზელენსკის, მისი გუნდის, მისი ჯარისკაცებისა და მთელი ერის მამაცობისა და თავდადების გაკვეთილით“, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტი ასევე აზიარებს რუსთაველის გამზირზე გამართული მრავალრიცხოვანი აქციის ფოტოს წარწერით „საქართველო უკრაინასთანაა“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადებების შემდეგ, რომ „მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, არ შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს“„უკრაინაში ჩასვლა – ჩასვლისთვის არაფრის მომცემი არ არის“ და „მე მაქვს ჩემი საქმე, პარლამენტს თავისი საქმე აქვს, ომი უკრაინაში მიმდინარეობს“, თბილისში რამდენიმე აქცია დაიგეგმა.

რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.