საქართველოდან იტალიისა და ირანის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვა შეჩერდა

პუბლიკა

იტალიისა და ირანის მიმართულებით საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ სატვირთო გადაზიდვა შეაჩერა. ამის შესახებ სატრანსპოტო სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

„ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“ გაცნობებთ: 2020 წლის 28 თებერვლიდან შეჩერებულია  საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის გაცემა და გაცემული ნებართვის მოქმედება ირანის ისლამურს რესპუბლიკასთან და იტალიასთან.

ასევე, 27 თებერვლიდან ორი კვირის განმავლობაში საკვალიფიკაციო ცენტრში მიმდინარე და დაგეგმილი სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია“, – ნათქვამია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში