საქართველოდან ყველაზე ხშირად საზღვარგარეთ საყიდლების მიზნით გავიდნენ - საქსტატი

პუბლიკა

საქსტატის ცნობით, 2023 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქეების  819. 9 ათასი გასვლა დაფიქსირდა საზღვარგარეთ, რაც 18.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.  გასვლების უდიდესი ნაწილი, 45.4%, 31-50 წლის მოგზაურების მიერ შესრულდა.

საქსტატის ცნობით, 2023 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (33.4%) განხორციელდა საყიდლების მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა კი იყო თურქეთსა და სომხეთში.