საქართველოს დემოკრატიულ საფუძვლებს გამოწვევები დაემუქრა - ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური

პუბლიკა

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა (EEAS) გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ. დოკუმენტი მოიცავს პერიოდს 2021 წლის 5 თებერვლიდან 2022 წლის აგვისტომდე.

ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს გამოწვევები დაემუქრა. 

ანგარიშში საუბარია პარალმენტის საქმიანობის ლიმიტირებაზე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ადგილობრივი არჩევნების ჩატარებისას ხარვეზებზე,  2021 წლის ივლისში ჟურნალისტებსა  და ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ ძალადობაზე, „რომელსაც არ მოჰყოლია რეალური გამოძიება”. 

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მართლმსაჯულების სისტმების რეფორმა შეჩერდა, და რეგრესი განიცადა რამდენიმე საკვანძო მიმართულებით, პარლამენტმა მიიღო უმნიშვნელოვანესი კანონები შესაბამისი კონსულტაციებისა და ევროკავშირთან ან ევროსაბჭოს სტანდარტებთან თანხვედრის  გარეშე და ა.შ. 

„ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ვანო ჩხიკვაძე წერს, რომ ეს ამ თემაზე EEAS-ის მეშვიდე ანგარიშია და მსგავსი კრიტიკა არც ერთ წინა ანგარიშში არ ყოფილა.