საქართველოს დიდმა ქალაქებმა რეჟიმს ბრძოლა გამოუცხადეს - დეკანოიძე

პუბლიკა

„გუშინ ქართულ ოცნებას ჩაეშალა დაწყებული ზეიმი. ჩაიშალა დაწყებული ზეიმი განსაკუთრებით დიდ ქალაქებში და ჩაიშალა მთელი მათი სტრუქტურა, როცა ამბობდნენ რომ ჩვენ პირველი ტურები არ გვექნება და ყველა თვითმმართველ ქალაქში და თბილისში ქართული ოცნება და გაღიმებული კახა კალაძე სცენაზე დატოვეს. დიახ, საქართველოს დიდმა ქალაქებმა რეჟიმს ბრძოლა გამოუცხადეს“,- აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი და ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატი ქუთაისში, ხატია დეკანოიძე.

„თქვენ იცით რომ თბილისში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ოპოზიციის ერთობით არის მეორე ტურში ნიკა მელია, ვულოცავ. ზუგდიდში განსაკუთრებული შედეგი გვაქვს. ბატონ ანზორს ვულოცავ, წარმოუდგენელი გმირობაა. ყველა ის ადამიანი რომელმაც მიიღო მონაწილეობა ამ ისტორიულ პროცესში, წარმოუდგენელი გმირია. ამომრჩევლები, კოორდინატორები, დამკვირვებლები, ჩვენი შტაბის წევრები, ახლაც დგანან და ითვლიან. წუხელ კბილებით იცავდნენ სათითაო ხმას“,- განაცხადა დეკანოიძემ.