„საქართველოს ევროპული გზიდან გადაიყვანს" - მილერი რუსულ კანონზე

პუბლიკა

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი კვლავ ეხმაურება რუსულ კანონს და შეშფოთებას კიდევ ერთხელ გამოხატავს. მისი თქმით, ეს კანონი არა მხოლოდ დააზიანებს სამოქალაქო საზოგადოებას, არამედ შეაფერხებს მედიების მუშაობას და საქართველოს ევროპული გზიდან გადაიყვანს.

„ჩვენ ვრჩებით ღრმად შეშფოთებული, რომ ეს კანონპროექტი დააზიანებს სამოქალაქო საზოგადოებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად მუშაობენ და საქართველოს თავისი ევროპული გზიდან გადაიყვანს. ჩვენ, ასევე, ვართ შეშფოთებულები, რომ ეს კანონპროექტი შეაფერხებს დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაციის მისაწოდებლად მუშაობენ. მაგრამ რადგანაც ეს კანონპროექტია, ჯერჯერობით, არ ვისაუბრებ შესაძლო შედეგებზე, იმ შემთხვევაში, თუ მას კანონად მიიღებენ”, – განაცხადა მან.

მეთიუ მილერმა რუსულ კანონთან დაკავშირებით შეშფოთება მანამდეც გამოთქვა და იმ განცხადებაშიც აღნიშნა, რომ ეს კანონი საქართველოს ევროპულ გზას ჩამოაცილებს. მან ასევე თქვა, რომ მათი შეშფოთება ნათლად განუმარტეს საქართველოს მთავრობას.