საქართველოს ევროპული პერსპექტივა ისტორიული მიღწევაა, ველით შემდგომ ნაბიჯებს - ჰერჩინსკი

პუბლიკა

საქართველოში ევროპის დღეები აღინიშნება. წერეთლის გამზირზე, „ექსპო ჯორჯიაში“, სადაც ამ დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება იმართება, ევროპის ქვეყნების ელჩებიც იმყოფებოდნენ.

ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან განაცადა, რომ 70 წლის წინ მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავსუფლების დასაცავად ქვეყნები გაერთიანდნენ, დღეს კი მათ რიგში მოხვედრის შანსი საქართველოსაც აქვს.

„დაახლოებით, 70 წლის წინ ევროპულმა დამოუკიდებელმა სუვერენულმა თავისუფალმა ერებმა გადაწყვიტეს გაეერთიანებინათ ძალისხმევა და ესაუბრათ ერთხმად იმისთვის, რომ დაეცვათ მშვიდობა, კეთილდღეობა და თავისუფლება ევროპაში.

ამჟამად ჩვენ გვყავს 27 წევრი ქვეყანა და ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს გაეფართოებინათ ევროპა. ერთ-ერთი პოტენციური კანდიდატი ქვეყანა არის საქართველო. საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, ეს ნამდვილად ისტორიული მიღწევა იყო და ჩვენ ველით შემდგომ ნაბიჯებს იქიდან გამომდინარე თუ როგორ იქნება რეფორმები იმპლემენტირებული საქართველოში“,- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ელჩმა ჰერჩინსკიმ საზოგადოება ევროპის დღეების აღსანიშნად მიიწვია.