საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში 3 თვით ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ - ტიკარაძე

პუბლიკა

„15 თებერვლიდან მოგვეცემა საშუალება, დავიწყოთ ჩვენი მოქალაქეების რეგისტრაცია გერმანიაში, სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმების შესახებ. ეს პროგრამა გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში“, –  ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, პროგრამა, რომლის საშუალებითაც მოქალაქეები გერმანიაში დროებით სამუშაოებს შეასრულებენ, ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

„გერმანიის მთავრობა მზადაა, ჩვენი მოქალაქეების განუსაზღვრელი ოდენობა მიიღოს და დაასაქმოს. ეს არის დროებითი შრომითი მიგრაცია, რომლის ვადები სამი თვითაა განსაზღვრული. ეს მიმართულია როგორც ჩვენი მოქალაქეების ფინანსური კეთილდღეობისთვის, ასევე გარკვეული ცოდნის გაცვლისკენ და საქართველოში უკვე ევროპული გამოცდილების მქონე ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებისა და მათი აქ სამუშაო ადგილებზე ინტეგრაციისთვის“, – განაცხადა ტიკარაძემ.