კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც ღარიბაშვილი ამბობს, რომ 2012 წლამდე ამერიკისა და ევროპის კრიტიკა სასამართლოზე არ მოუსმენია.
„ეს სრული სიცრუეა. ჩვენ ვიყავით კრიტიკულები და ხშირად. როგორც ჩანს, პროგრესი იკლებს და საქართველოს მთავრობა ღიად არღვევს შეთანხმებას”, – წერს ადამ კინზიგერი Twitter-ზე.