საქართველოს მთავრობამ თურქეთში 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა

პუბლიკა

თურქეთის რესპუბლიკაში მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიზნით 1 მლნ ლარი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.

უწყების ცნობით, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, მედიკამენტებს, სამედიცინო აღჭურვილობას, ჩვილის საკვებს, გადაუდებელი დახმარების პერსონალისთვის განკუთვნილ ნივთებს, უნიფორმებს, თბილ ტანსაცმელს, კარვებს, გენერატორებს, საძილე ტომრებს, მშრალ კვებას, კონსერვებსა და სხვა საგნებს მოიცავს.