ხვალ, 15 ივნისს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩი ეწვევა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ხვალ საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი, მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვევა.
15 ივნისს სერბი კოლეგის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში 15:35 საათზე გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ალექსანდარ ვუჩიჩთან პირისპირ შეხვედრას გამართავს, სადაც მხარეები ორმხრივი თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.