საქართველოს ომში შეთრევის მსურველებს ჯერ ამ სცენარზე ხელი არ აუღიათ - ანდრია ჯაღმაიძე

პუბლიკა

„საკითხი მხოლოდ პოლიტიკური რომ ყოფილიყო ამ თემას არ შევეხებოდი, თუმცა ცხადი ხდება, რომ დღეისათვის საქართველოს ომში შეთრევის მსურველებს ჯერ ამ სცენარზე ხელი არ აუღიათ და ამბიონზეც კი უვარდებიან იერარქებს, (ზოგჯერ იერარქებიც) ქვეყანაში მშვიდობის მსურველებს“,-წერს Facebook-ზე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

„არ მოიწონეს მეუფე შიოს ქადაგებაში ის, რომ მან არ მოიწონა ქვეყნის ომში ჩათრევის კურსი, და მოიწონა ქვეყნის მშვიდობიანი კურსი. მან თქვა, რომ მშვიდობიანი კურსი ნიშნავს აფხაზებთან და ოსებთან სიყვარულზე აგებულ ურთიერთობას და არ ეთანხმება, ძმებთან ახალი სისხლისღვრისკენ რაიმე სახის მოწოდებას. აი ეს არ მოიწონეს ტრენდს აყოლილებმა“,- წერს ჯაღმაიძე.

LB loan image desktop LB loan image mobile