დავით სოკოლოვს საქართველოს „პირველი არხი" ვარსკვლავს გაუხსნის

პუბლიკა

საქართველოს „პირველი არხი” ცნობილ ტელეწამყვანს, დავით სოკოლოვს ვარსკვლავს გაუხსნის, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მათი ცნობით, დავით სოკოლოვის ვარსკვლავი მთაწმინდის პარკში, თბილისის ტელეანძის მიმდებარედ გაიხსნება.

საქართველოს ტელევიზიის დაარსების პირველივე წლებიდან დავით სოკოლოვი საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“, ასევე არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემის წამყვანად ათეულობით წლის განმავლობაში მუშაობდა. ტელევიზიის პარალელურად კი, რადიოშიც აგრძელებდა გადაცემების წაყვანას.