საქართველოს რკინიგზა რუსული Уральские локомотивы-ის მიერ წარმოებულ 10 ერთეულ ელმავლებს (ლოკომოტივებს) შეიძენს.
10 ცალი ლოკომოტივის ფასი ჯამში 156 808 260 ლარია. ამ თანხას ემატება მომსახურების ღირებულება – 27 041 430 ლარი.
ახალი ელმავლები ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალურ რკინიგზაზე იმოძრავებენ.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მიმწოდებელი შპს გეორგიაა, რომლის 100%-იან წილსაც გელა ძიძიკაშვილი ფლობს.